0 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩემი ტყუპების დიაგნოზი დაუნის სინდრომია, თანაგრძნობა არ მინდა, არაფერი მაქვს დასამწუხრებელი"- ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილმა რამდენიმე დღის წინ ტყუპი გოგონები იშვილა. ტყუპებს დაუნის სინდრომი დაუდგინდათ.
"ჩემო ტკბილო მეგობრებო! უამრავ მილოცვასთან ერთად, რასაც თქვენგან ვიღებ ჩემი ოჯახის გამრავლებასთან დაკავშირებით, ბევრი პირად მომიწერაშიც და კომენტარებშიც მეკითხება ჩემი ტყუპების დიაგნოზს, ბევრი კი თანაგრძნობას გამოხატავს დაუნის სინდრომის გამო. ამ თემაზე ერთხელ დავწერ და მეტს აღარ შევეხები.მე არ ვთვლი დაუნის სინდრომს დაავადებად. ამ სინდრომის მატარებლები უბრალოდ სხვანაირი ადამიანები არიან, ძალიან ჭკვიანები და რაც მთავარია, ძალიან კეთილები. მთავარია დროზე მოევლოს ამ სინდრომთან დაკავშირებულ შესაძლო დაავადებებს (გულის მანკს და ა.შ.) და ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ჩაერთოს სპეციალურ პროგრამაში, რაც მას სხვა, მისგან განსხვავებულ სამყაროსთან სრულფასოვანი კონტაქტის საშუალებას მისცემს.მე მიყვარს ჩემი შვილები ისეთები როგორებიც არიან – ყველაზე ლამაზები, ჭკვიანები და ყველაზე კეთილები.ამიტომ თანაგრძნობა არ მინდა, არაფერი მაქვს დასამწუხრებელი, ვისაც ჩემთან ერთად გიხარიათ, ეს სიხარული გაიზიარეთ.დიდი მადლობა ყველას,"- წერს სარიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები