0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ჩეჩნეთში 100-ზე მეტი გეი დააკვეს, 3 დაიღუპა

Новая газета საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ  განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ჩეჩნეთის მოქალაქეები დააპატიმრეს. გაზეთის ცნობით, უკვე დაკავებულია 100-ზე მეტი კაცი. გამოცემას აქვს ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ, მაგრამ ეს რიცხვი შეიძლება უფრო მეტი იყოს. 

გამოცემის მტკიცებით, დაკავებულების შესახებ ინფორმაცია გადამოწმდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში, რესპუბლიკის ხელისუფლობის ადმინისტრაციაში, უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში, ჩეჩნეთის პროკურატურასა და ადგილობრივი ლგბტ აქტივისტების მიერ. რამდენიმე მათგანი დაპატიმრების შემდეგ გაათავისუფლეს და მათ რესპუბლიკა დატოვეს. ზოგი კი მას შემდეგ წამოვიდა ჩეჩნეთიდან, რაც მათი მეგობრები და ნაცნობები დააპატიმრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ცენტრალური მუსლიმური ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, ორი ცნობილი ჩეჩენი ტელეწამყვანი არიან.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის პრესსამსახურმა კი Новая газета-ს პუბლიკაციას "აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია" უწოდა.

"არ შეიძლება დააკავო და შეავიწროვო ადამიანი, რომელიც რესპუბლიკაში არ არის," - განაცხადა კამიროვმა, - "ჩეჩნეთში რომ ასეთი ადამიანები იყვნენ, სამართალდამცავ ორგანოებს არანაირი დარდი არ ექნებოდა, რადგან თავიანთი ნათესავები გაგზავნიდნენ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან."







imedinews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები