სოც. მედია
სკოლა სადაც ნუცა მახვილაძე სწავლობდა, საგანგებო განცხადებას ავრცელებს- სიურპრიზი, რომელიც ნუცა მახვილაძის სახელით მომზადდა
2017-04-03 23:40:41
სკოლა, რომელშიც მაია ასათიანის ქალიშილი სწავლობა, ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს:
"თბილისის მწვანე სკოლა აცხადებს კონკურსს ჩვენი ყოფილი მოსწავლის, ნუცა მახვილაძის, სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდია მოსწავლეს საშუალებას მისცემს მწვანე სკოლის საშუალო საფეხურზე (X-XII კლასი) სამი წლის განმავლობაში ისწავლოს უფასოდ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს საბაზო საფეხური:
• აქვთ საუკეთესო აკადემიური მოსწრება;
• სწავლობენ საჯარო სკოლაში.
პირველ ეტაპზე სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა:
• ელექტრონული განაცხადის შევსება (რეგისტრაციის ვადა - 17.06 – 30.06.2017);
• მოსწავლის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა საჯარო სკოლიდან;
• საბაზო საფეხურში შემავალი კლასების წლიური შეფასებები.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულმა მოსწავლეებმა უნდა დაწერონ სამოტივაციო წერილი და გაიარონ გასაუბრება სკოლის ადმინისტრაციასთან. ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდია ყოველწლიურად დაენიშნება ერთ მოსწავლეს", - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
კომენტარები