მსოფლიო
ჩინეთში მეგაქალაქი შენდება, სადაც 100 მილიონი ადამიანი იცხოვრებს
2017-03-29 16:15:02
მეგაქალაქი ჩინეთში შენდება და მასში ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეათედი იცხოვრებს. ის 83 403 კვადრატულ კილომეტრზე გაშენდება.
მეგაპოლისში,რომელსაც ჯინგ-ჯინ-ჯი ჰქვია, 100 მილიონზე მეტი ადამიანი იცხოვრებს. ის იქნება უფრო დიდი ბრიტანეთზე და 137-ჯერ მეტი ზომის ლონდონზე.
ავტორები გეგმავენ ააშენონ ძვირადღირებული სტრუქტურა მაღალსიჩქარიანი რკინიგზით და ავტომაგისტრალებით 2020 წლისათვის.
ჯინგ-ჯინ-ჯი-ს მეგაპოლისი მოიცავს ქალაქებს: ბეინჯინგს, ტიანჯინს და ჰებეის, ამიტომ უწოდეს მას შემოკლებით ჯინგ-ჯინ-ჯი. ის ერთადერთი სუპერურბანული რეგიონი არაა ჩინეთში. სხვა მეგაქალაქი 180 000 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული.
წინასწარ დაგეგმილი ხედვით ბეინჯინგი იქნება პოლიტიკური და ფინანსური ცენტრი. მთავრობა გეგმავს, განავითაროს სამი რეგიონი გაერთიანებული ძალებით.
კომენტარები