0 8 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოდან სომხეთში შეტანილი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი ამოიღო

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სომხეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში შეტანილი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Игла ამოიღო. აღნიშნულის შესახებ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური იუწყება. 

უწყების ინფორმაციით, მათ ამ თვეში მიიღეს ინფორმაცია სომხეთში საქართველოს ტერიტორიიდან გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის, Игла-ს კონტრაბანდულ ტრანსპორტირებაზე. 

განხორციელებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად, აღმოჩენილი და ამოღებულია გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს Игла-ს ასამოქმედებელი ლულა 9М39 ტიპის რაკეტასთან ერთად. 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო სამმართველომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დაკავებულია სომხეთის ორი პირი. გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები