0 9 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სამსახურში თქვენი აქტიურობა მოიმატებს. მოთოკეთ ემოცები; კონკურენტებისთვის პასუხის გაცემამდე ათამდე დაითვალეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან. 

კურო
საუკეთესო დღეა ურთიერთობისა და ახალი ნაცნობობისთვის. დაუმეგობრდით საინტერესო და გავლენიან ადამიანებს. სამსახურის შემდეგ შეიძინეთ პროდუქტები. 

ტყუპი
თუ უსიამოვნებები არ გსურთ, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

კირჩხიბი
დღეს ავტორიტეტს აიმაღლებთ კოლეგებში. კარგი დღეა კონტრაქტების გასაფორმებლად. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად მშვიდ, მყუდრო გარემოში გაატარეთ.

ლომი
გარშემო მყოფები იზრუნებენ, რომ ყველგან კომფორტი შეგიქმნან. მეგობრებთან ერთად შოპინგი მოიწყვეთ, კულტურულ ღონისძიებას დაესწარით. საღამო ფლირტისთვის გამოითავისუფლეთ. 

ქალწული
სასიამოვნო დღე გელით. ნებისმიერ ვალდებულებას ადვილად გაართმევთ თავს. მთავარია, არ ააჩქაროთ მოვლენები. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

სასწორი
მონაწილეობა მიიღეთ კოლექტიურ საქმიანობაში. კოლეგები ბედნიერები იქნებიან თქვენი აქტიურობით. საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკულ პაემანს მოგიწყობთ. 

მორიელი
სტაბილური დღე გელით, შეასრულეთ ყოველდღიური საქმეები. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მზრუნველი უნდა იყოთ. 

მშვილდოსანი
გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ და დაუმეგობრდებით. არ გამოაკლდეთ კულტურულ ღონისძიებას. საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეეხმიანეთ. 

თხის რქა
მხიარული და საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. საღამოს ნუ განმარტოვდებით, მეგობრებს შეეხმიანეთ, იმხიარულეთ. 

მერწყული
უამრავი პირადი და ახლობლების საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. ყველას დღეს დასჭირდება თქვენი დახმარება. საღამოს მეგობრებს თავიანთი ამბების თქვენთვის გაზიარება მოუნდებათ. 

თევზები
განსჯის, ოცნებების დღეა. კოლეგებს საკუთარ საქმეებს ვერ გადააბარებთ, ყველაფერი თქვენ უნდა შეასრულოთ. საღამოს მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას. ოჯახის წევრებს გემრიელობებით გაუმასპინძლდით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები