მსოფლიო
ჩემი ცოლის დაქალები სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - როდის განახლდება სერიალი
2017-03-12 23:44:06
ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ს მოუწია საგანგებო რეჟიმში ემუშავა, სწორედ ამიტომ “ჩცდ“ შაბათ-კვირას ეთერში აღარ გასულა. აღნიშნულთან დაკავშირებით სერიალის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
"მეგობრებო, სამწუხაროდ ჩემი ცოლის დაქალები დღესაც არ იქნება ეთერში.
სამაგიეროდ: ხვალ, ორშაბათს, 22:00 საათზე გავა ორივე, შაბათის და კვირის სერია ერთად!
ბოდიშს გიხდით,“ - ნათქვამია ჩცდ-ს განცხადებაში.
სერიების გადადებამ აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. "მიეწიეთ ნორას,"-წერს ერთერთი მაყურებელი.
კომენტარები