სოც. მედია
ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება უვადოდ გააგრძელა
2017-03-07 20:01:25
ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა. შეტყობინება სტრასბურგიდან სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.
"სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ ერთხმად გააგერძელა 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება უვადოდ. საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს," - განუცხადა ნიკა გვარმიამ რუსთავი2-ს.
კომენტარები