სოც. მედია
,,საქართველოშო დღეს გარდაიცვალა სიტყვის თავისუფლება და დავკრძალეთ დემოკრატია“
2017-03-02 23:15:39
ტელეკომპანია ”რუსთავი 2” უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს. გადაწყვეტილების მიხედვით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა“.
სოციალურ ქსელში არ წყდება კომენტარები და წუხილი „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით.
"წაიღეს რუსთავი 2. ჩვენი აღარ არის! ბატონო პრეზიდენტო, ეს არის თქვენს მიერ ღირსეულ კანდიდატად წარდგენილი გვენეტაძე?”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
" პრეზიდენტიო ნანუკა რისი მაქნისი იყო არის და იქნება ეგ კაცი ან მისი რომელიმე წარმომადგენელი გაფიცებ !!!!!“- ია ფარულავა.
"საქართველოშო დღეს გარდაიცვალა სიტყვის თავისუფლება და დავკრძალეთ დემოკრატია“ - წერს დათა ზარნაძე.
კომენტარები