სოც. მედია
"ოსკარი 2017" ის წითელი ხალიჩის შავი კაბები
2017-02-27 12:11:35
სუზი მკრტიჩიანი
"ოსკარი 2017" ის წითელი ხალიჩის მთავარი ტრენდი შავი ფერი იყო. იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებმაც არჩევანი შეაჩერეს შავ ფერზე ალისია ვიკანდერიც აღმოჩნდა . მსახიობმა საყვარელ ბრენდს Louis Vuitton -ს უარი არც ამჯერად უთხრა.. მაქმანებიანი შავი კაბა მის ტანზე ნამდვილა უნაკლოდ გამოიყურებოდა..
შავ ფერზე არჩევანი შეაჩერა ასევე მსახიობმა ბრი ლარსონმა ( მან გასულ წელს ოსკარი მიიღო ფილმზე "ოთახი") წითელ ხალიჩაზე Oscar de la Renta -ს კაბა ლარსონის ტანზე ნამდვილად უნაკლოდ გამოიყურებოდა
46 წლის მსახიობი ტარაჯი ჰენსონი წითელი ხალიჩის ვარსკვლავად Alberta Ferretti -ის მიერ შექმნილი შავი კაბის წყალობით გახდა .
Christian Dior-ის შავ კაბაზე შეაჩერა არჩევანი კირსტენ დანსტმაც
სელმა ჰაიეკის ჩაცმულობა ყველაზე საკამათო თემად იქცა ოსკარებზე, ამის მიზეზი კი კაბის წვრილი ბრეტელები და ძალიან გამჭვირვალე ზედა გახდა . თუმცა მიუხედავად ამისა, სელმა ჰაიეკის კაბა Alexander McQueen-გან მაინც დიდ მოწონებას იმსახურებს
კომენტარები