0 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,სტუდენტები მიიღებენ ნუცას სახელობის დაფინანსებას.. ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე”

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში  ნუცა მახვილაძის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

"კიდევ ერთი ამბავი.

ისეთი სტუდენტები, როგორიც ნუცა იყო, (მაღალი ქულებით) უნივერსიტეტიდან მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას. ქართველი სტუდენტების გადაწყვეტილებით კი, ( რომლებიც იმ უნივერსიტეტში სწავლობენ) ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე.

ალბათ ყველამ წარმოიდგინეთ როგორი გოგო იყო ნუცა, როცა თაობები მისი სახელობის დაფინანსებით , განათლებას მიიღებენ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტშ,"- წერს ჟორჟოლიანი.  "უნივერსიტეტში ახლაც მიმდინარეობს ნუცას ხსოვნის საღამო. შეიქმნება სპეციალური წიგნი, სადაც კურსელები სამახსოვრო წერილებს დატოვებენ. ასევე, ნუცას კურსელები გეგმავენ, რომ არდადეგებზე თბილისში ჩამოვიდნენ", - ამბობს ჟორჟოლიანის შვილი მარიამ გეგუჩაძე.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები