0 4 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,სახელმწიფო ღალატის კლასიკური მაგალითი" - რუსეთის მოთხოვნით დაკავებული ქართველი ჯარისკაცი

ჩამოტვირთვა

როგორ აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის პირადი მონაცემები რუსეთის ხელში. საუბარია აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძეზე, რომელიც რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და ციხეში ზის. ის ერთი კვირის წინ უკრაინაში აიყვანეს. P.S-ში გუშინ ამ თემაზე გასულ რეპორტაჟს გამოხმაურება მოჰყვა. 

ცოტა ხნის წინ გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა ნაციონალურ მოძრაობაში. ოპოზიცია მისი პერსონალური მონაცემების რუსული სპეცსამსახურებისთვის გადაცემას სახელმწიფო ღალატის მაგალითად ასახელებს.

„ეს არის სახელმწიფო ღალატის და მოქალაქეების აბუჩად აგდების კლასიკური მაგალითი, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება უსწორდება და აქვს სადამსჯელო ოპერაცია გაჩაღებული ქართველი მებრძოლების, პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ პუტინის და რუსეთის ფედერაციის დაკვეთით," - განაცხადა აკაკი მინაშვილმა. 

ნაციონალური მოძრაობა გია ცერცვაძეს მხარდაჭერას უცხადებს. ენმ პროკურატურას მიმართავს, რათა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

ნაციონალურ მოძრაობაში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ხატია დეკანოიძემაც ისაუბრა.

„ეს არის მზაკვრული ხრიკი, რომელიც ჩვენი მებრძოლების, ვაჟკაცი ადამიანების წინააღმდეგ ხორცილდება,“- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები