„შენით მე ვამაყობ, შენით ქვეყანა ამაყობს“-ობამას ცრემლიანი დამშვიდობება
2017-01-11 12:11:30
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსამშვიდებელი სიტყვისას მიმართა ამერიკელებს, დაიცვან დემოკრატია, გამოსვლის ბოლოს კი ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ რასიზმი და ეკონომიკური უთანასწორობა აშშ-სთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. პრეზიდენტი საკუთარი ერის წინაშე სიტყვით ჩიკაგოში წარსდგა. მან განაცხადა, რომ სურდა, გამოსვლა შემდგარიყო არა თეთრ სახლში, არამედ ჩიკაგოში, კონგრესცენტრში, სადაც „ყველაფერი დაიწყო“. სწორედ აქ შეიტყო ობამამ საკუთარი გამარჯვების შესახებ არჩევნებში 2008 წელს. პრეზიდენტთან ერთად კონგრესცენტრში იმყოფებოდა პირველი ლედი მიშელ ობამა შვილთან ერთად და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცოლთან ერთად. სიტყვით გამოსვლისას ობამამ საკუთარ ცოლს, მიშელსაც მიმართა და ამ დროს ცრემლების შეკავება ვერ შეძლო : „შენით მე ვამაყობ, შენით ქვეყანა ამაყობს“.
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები