მსოფლიო
კეტი პერი, სკარლეტ იოჰანსონი, შერი - ვარსკვლავები ტრამპის წინააღმდეგ მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას
2017-01-11 11:29:32
ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის განსაკურებულად ემზადებიან არჩეული პრეზიდენტის მომხრეებიც და მოწინააღმდეგებიც.
ამერიკელი ვარსკვლავები ქალთა მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 21 იანვარს, ვაშინგტონში, ინაუგურაციის მეორე დღეს გაიმართება. მარშში მონაწილეობას მიიღებენ: შერი, კეტი პერი, სკარლეტ იოჰანსონი, ოლივია უალდი, ამერიკა ფერერა, ემი შუმერი, ჯულიანა მური, ფრენსის მაკდორმენდი და სხვები.
ამავე დღეს, 150 ანალოგიური ღონისძიება ჩატარდება აშშ-ის სხვადასხვა შტატში. იუტაში მსვლელობას უხელმძღვანელებს მსახიობი და ტელეწამყვანი ჩელსი ჰენდლერი.
კომენტარები