0 4 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის. უამრავ მნიშვნელოვან საკითხს მოაგვარებთ. საქმიან პარტნიორებთან მეტად დიპლომატიური უნდა იყოთ. 

კურო
ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროდ გექცეთ. ზოგიერთს კარიერული წინსვლა გელით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უფროსთან. შეათანხმეთ მასთან ახალი იდეები. 

ტყუპი
კარგი დღეა ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად; ფულის დასაბანდებლად. დღეს შესრულებული სამუშაო მომავალში დიდ მოგებას მოგიტანთ. 

კირჩხიბი
თქვენთვის მნიშვნელოვან საქმიანობაში წარმატების მიღწევა გელით. ზოგიერთს მოგზაურობის, განათლების მიღების შანსი მიეცემა. 

ლომი
კარგი დღეა იდეებისა და გეგმების განსახორციელებლად. ზოგიერთი პერსპექტიულ ვაკანსიას დაიკავებთ, ზოგს მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. შეიძლება მემკვიდრეობა მიიღოთ, ან ფული უძრავი ქონების გაყიდვამ მოგიტანოთ. 

ქალწული
კარგი დღეა სამსახურის საქმეების მოსაწესრიგებლად და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. აგრეთვე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დღეს მეტად საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. 

სასწორი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. ზოგიერთს დაწინაურება ელის; ზოგს - მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. 

მორიელი 
პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. მოსალოდნელია ან რომანტიკული შეხვედრა, ან ურთიერთობის ფლირტიდან უფრო სერიოზულ ეტაპზე გადასვლა. წარმატებული დღე გელით სამსახურსა და ფინანსებშიც. 

მშვილდოსანი
წარმატებული, მშვიდი დღე გელით. დღეს გაიღება ყველა კარი, სადაც კი დააკაკუნებთ. გააუმჯობესეთ დამოიდებულება მეუღლესთან; შეყვარეულებმა და დაოჯახებაზე იფიქრეთ. 

თხის რქა
დღეს შეიძლება ახალი რომანტიკული ურთიერთობა გააბათ, რომელიც ემოციური, მგრძნობიარე და მყარი იქნება. გარდა ამისა, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება ჰონორარი ან პრემია მიიღოთ. 

მერწყული
სასიამოვნო შეხვედრა გელით. რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება საქმიანში გადაიზარდოს და მეორე ნახევართან ერთად განახორციელოთ ახალი იდეები. 

თევზები
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. დღე დატვირთული იქნება სასიამოვნო შეხვედრებითა და ემოციებით. ზოგიერთს, ვისაც თავისი სამსახური არ მოსწონს, საქმიანობის შეცვლა მოუწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები