0 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

თაღლითობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ზუგდიდში 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილთა სამინისტროდან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, 2500 ლარი გამოართვა.

თაღლითურად მითვისებული თანხა - 2500 ლარი სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები