„დავაგვიანეთ, ვერ გიშველეთ დროულად“ - ბავშვი, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა
2016-12-14 17:21:26
ერთი წლის ბარბარე მოლაშვილი, რომლის გადასარჩენად უამრავი ადამიანი გაერთაინდა, დღეს თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა.
„არ ვიცით რა დავწეროთ, ან როგორ უნდა ვუთხრათ ადამიანებს და დავუდასტუროთ ეს საშინელი ინფორმაცია. ჩვენო პატარა ანგელოზო, როგორ მთელი საქართველო გვირეკავს და ტირის, შენი ამბავი რომ გაიგეს. ჩვენო ლამაზო ანგელოზო, დავაგვიანეთ, ვერ გიშველეთ დროულად. ნათელში იყოს შენი ლამაზი სპეტაკი სული, ჩვენო ბარბარე“, - ნათქვამია ფონდი „სიკეთის კვალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ,რომ ბავშვს სასწრაფოდ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ესაჭიროებოდა, რომელიც თურქეთის კლნიკაში 126 000 აშშ დოლარი ჯდებოდა. ბარბარეს გადასარჩენად ათსობით ადამიანი გაერთიანდა, რის შედეგადაც 90 ათას ლარამდე თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი, დამატებით ჯანდაცვის სამინისტრომ პატარას გადასარჩენად 44 ათასი დოლარი გამოყო. ბარბარეს თურქეთში გადაიყვანეს, სადაც მას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, ოპერაცია დაგვიანებული აღმოჩნდა, რამაც თავის ტვინის შეშუპება გამოიწვია.
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები