0 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმეებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ ყველაფერს ადვილად გაართმევთ თავს. კარგი დღეა შოპინგისა და იმიჯის შესაცვლელად. გაიუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 

კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსთან. მეტი დრო დაუთმეთ საქმეების მოგვარებას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

ტყუპი
ნოსტალგიური განწყობის გამო ნუ გადადებთ სამსახურის საქმეების, საოჯახო ვალდებულებების მოგვარებას. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. 

კირჩხიბი
გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრა. მათი დახმარებით სასურველს მიაღწევთ. ამიტომ არ იზარმაცოთ და იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. 

ლომი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ, რათა მთელი დღე ენერგიულად გაატაროთ. ახლი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. საღამოს საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი გელით. 

ქალწული
ნუ შექმნით პრობლემებს. ყველაფერი კარგადაა, მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. უფროსი შეგაქებთ; ოჯახის წევრებისა და კოლეგების მხარდაჭერის იმედიც გქონდეთ. 

სასწორი
ყველა საქმეს ადვილად გაართმევთ თავს, თუ კარგ განწყობაზე იქნებით და მეტ დროს გაატარებთ სუფთა ჰაერზე. საღამოს შეეხმიანეთ მეგობრებს. 

მორიელი
ყველა საქმეს და ვალდებულებას ადვილად გაართმევთ თავს. ფორტუნა გწყალობთ და სირთულეები არ გელით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მოუწყვეთ მათ ოჯახური დღესასწაული. 

მშვილდოსანი
მეგობრული და პოზიტიური ხართ. გარშემო მყოფები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. ეცადეთ, ფორმაში იყოთ. 

თხის რქა
საინტერესო დღე გელით. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. იყავით გარშემო მყოფების მადლიერი, მიართვით საჩქურები. საყვარელი ადამიანის მიმართ - მეტად მზრუნველი. 

მერწყული
დასამახსოვრებელი დღე გელით. საქმეებს ადვილად გაართმევთ თავს; ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით გულწრფელი, გულახდილად ესაუბრეთ. მეტ დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. 

თევზები
კეთილი, მშვიდი დღე გელით. სამსახურში მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, შესაძლებლობები. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად გულახდილი, გაუმხილეთ საკუთარი სურვილები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები