2 2 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პავლე კუბლაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

პავლე კუბლაშვილი პოლიტიკიდან მიდის, ამის შესახებ პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” ყოფილი ლიდერი განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.


"მეგობრებო 24 ნოემბერს დარეგისტრირდა ჩემი კომპანია "Key Points consulting"-ი. კომპანიის მიზანია იურიდიული კონსულტაციების, საადვოკატო მომსახურების გაწევა და ბიზნეს ინიციატივების ლობირება.

არ ვაპირებ პარალურად საჯარო პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას. ეს ხელს შეუშლიდა ჩემ ახალ საქმიანობასაც და პარტიასაც.

ამიერიდან ნებისმიერი საჯარო განცხადება ჩემი მხრიდან იქნება პირადად ჩემი პოზიცია და არა "გირჩის" ხედვა.

ვრჩები "გირჩის" რიგით მხარდამჭერად და ყოველთვის ვიქნები ზურა ჯაფარიძის და თითოეული გირჩელის გვერდით. ვრჩები იმ იდეების ერთგული რასაც გირჩი ემსახურება და რასაც მარტივად ქვია - მეტი თავისუფლება.

98 წლიდან თითქმის უწყვეტად ვარ საჯარო სამსახურში, 2005 წლიდან ვიყავი პარლამენტის წევრი. დადგა დრო როდესაც პოლიტიკიდან კერძო სექტორში უნდა გადავინაცვლო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც ან ვისთან ოპონირებისას მიმიღია მონაწილეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებში.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომელთა გარეშეც მე ვერ ვიქნებოდი საჯარო ფიგურა.

შევხვდებით აუცილებლად, ახლა უკვე კერძო სექტორში,"-წერს კუბლაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები