1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მილიონერ მოცეკვავეზე სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება- რას მალავდა სინამდვილეში 49 წლის იტალიელი

                                                                          ავტორი: სუზი მკრტიჩიანი 

49 წლის იტალიელი მილიონერის ინსტაგრამ გამომწერებმა მას შემდეგ იმატა, რაც ჯან ლუკამ მისი და მეუღლის ცეცხლოვანი ცეკვების გამოქვეყნება დაიწყო.

   მზე , ზღვა, შთამბეჭდავი სანაპირო, იახტები - ყველაფერი ეს მილიონერს ფარმაცევტული კომპანიის წყალობით აქვს, რომელიც მას მშობლებმა  უანდერძეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა მილიონერს არც ისეთი უდარდელი ცხოვრება ჰქონია, როგორც ეს მისი ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ჩანს.

   რამდენიმე კვირის წინ ჯან ლუკა მოსკოვში, ერთ-ერთი გადაცემის სპეციალური სტუმარი იყო,სწორედ ამის შემდეგ  რუსულმა პრესამ აქტიურად დაიწყო იტალიელი მილიონერის  ცხოვრების  დეტალების გარკვევა, როგორც აღმოჩნდა ჯან ლუკა ვაკი კრედიტებით ცხოვრობს. მას ნამდვილად აქვს   4   მდიდრული   სახლი , თუმცა მათგან სამი გაქირავებული აქვს , მეოთხეში თავად ცხოვრობს და  კრედიტს სწორედ ამით ფარავს.

   გარდა ამისა, ფარმაცევტული კომპანია, რომელიც მას მშობლებმა დაუტოვეს,  გაკოტრების ზღვარზეა.  როგორც გამოცემა წერს, ჯან ლუკა საკუთარ იმიჯზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და მიზანს მიაღწია კიდეც 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები