0 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ხელჩართული ჩხუბი არმატურებით და ნაჯახებით - ინციდენტი სოფელ ზვარეში

ხელჩართული ჩხუბი არმატურებით და ნაჯახებით. ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებსა და ჩინეთის მოქალაქეებს შორის მოხდა. შემთხვევა ჩინურ კომპანია ჩინეთის 23-ე ბიუროს ტერიტორიაზე მოხდა. 

როგორც ცნობილია ჩხუბის მიზეზი ადგილობრივების მიერ მოჭრილი ხის მასა გახდა, მოსახლეობასთან სიტყვიერი კამათი ჩინური კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან დაიწყო, რასაც შემდეგ ამავე კომპანიის ქართველი თანამშრომლები გამოეხმაურნენ. 

სიტყვიერი კამათი რკინიგზის პროფკავშირებისა და ჩინური კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პირველი ჩხუბი გვიან ღამით მოხდა და 3 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები ამბობენ, რომ მათ დაზიანებები თავის არეში აქვთ მიღებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. 

ადგილზე საპარტულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა როგორც რკინიგზელთა პროფკავშირების წარმომადგენლები ამბობენ, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. შემთხვევის ადგილიდან პოლიციის წასვლის შემდეგ მორიგი დაპირისპირება უკვე გამთენიისას მოხდა. 

ინციდენტის დროს საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე დაშავდა, ისინი ზესტაფონში გადაიყვანეს. დაშავებულების ინფორმაციით მათ ჩინური კომპანიის ხელმძღვანელები ნაჯახებითა და არმატურით გაუსწორდნენ. ამ შემთხვევაშიც დაშავებულებს დაზიანებები თავის არეში აქვთ მიყენებული. 

ცნობილია, რომ მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს. განცხადება შს სამინისტროში უკვე გაავრცელეს. რკინიგზის პროფკავშირებში განმარტავენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კომპანიის ხელმძღვანელებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ხდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები