1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

" ერთ დღესაც, შენი საყვარელი წითური თმები მარგალიტებს დაემსგავსება - უკანასკნელად, ბედნიერი დავხუჭავ თვალებს!" განო მელითაურის სულისშემძვრელი წერილი

განო მელითაური სამი წლის წინ მომხდარ ისტორიას ფეისბუქზე იხსენებს. 

"ერთ დღესაც...სამი წლის წინ... გვეგონა, ჩვენი საოცნებო სახლი ვიპოვეთ. ცისფერ კომბინიზონებში გამოვეწყვეთ და ძველისძველი სახლის რემონტი დღესასწაულად ვაქციეთ... ისე ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი!.. 
შემოდგომაზე, ზამთარზე და გაზაფხულზე მეტად! გვიხაროდა ერთად, გაყვითლებული ქაღალდების ნახევრად ჩამოშლილი კედლებიდან ჩამოხევა, მეასე ჯერზე სწორედ შეზავებული ფერები და ერთმანეთის სიცილით დაღლა... "იმედია უკანასკნელად ამოვაბარგე" - დამიწერია იმ დღეს სტატუსი.

მიხაროდა ბავშვობისდრონდელი განათება აივნიდან და წარმოდგენა არ მქონდა რომ მართლა უკანასკნელად ამოაბარგა.. დღეს, მძულს იქაურობა, ერთმანეთის მიყოლებით წამართვა უსაყვარლესი ადამიანები. ჯერ კეთილშობილი ჩუმი და
ნათელი კაპიტანი, 13 თვეში კი ჩემი ყველაზე სანუკვარი ადამიანი გაყვა მამამისს...

... მჯერა ერთ დღესაც,როცა შენი მამიკოს ნაჩუქარი კომბინიზონი წელში მოხრილს დიდი მექნება, შენი საყვარელი წითური თმები მარგალიტებს დაემსგავსება - უკანასკნელად, ბედნიერი დავხუჭავ თვალებს!

მერე გრძელ მდუმარებას ჩვენი შვილები გადაიტანენ და საერთოდ არ შემეშინდება ცისფერ ბურთთან გამოთხოვება! როცა ზეცა გულს აირევს აქედან ძალიან შორს ვიქნები! ისევ ლაღი ფერადი და სიცოცხლით სავსე! ბიჭურად შეჭრილი წითელი თმებით და სახეზე ბევრი გაზაფხულებით ! აი ზუსტად ისეთი,როგორიც შენ გახსოვდი სანუკვარო! 

ერთ დღესაც იქ, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, სადაც ერთი დიდი სივრცეა სიყვარულისთვის მე და შენ დიიიიდ ნათელ სახლში დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ"! - წერს განო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები