მსოფლიო
განმეორებით არჩევნებზე მოსახლეობის საშუალოზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა
2016-10-22 21:14:50
ზუგდიდსა და მარნეულში კენჭისყრის პროცესი დასრულებულია. უბნების დახურვის შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი ბრიფინგი გაიმართა.
ცესკოს ადმინისტრაციამ მოსახლეობას დღეს ჩატარებული არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მარნეულში საარჩევნო უბანზე 1436 ამომრჩევლიდან 766 გამოცხადდა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 61.4%-ია.
ზუგდიდის სამივე ოლქში კი 2484 ამომრჩევლიდან 1468 მივიდა საარჩევნო უბანზე, რაც რეგისტრირებულ ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 51.6%-ია.
9 საჩივარია დაწერილია, აქედან 7 მარნეულიდან, 2 კი ზუგდიდიდან.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება ცნობილი განმეორებითი კენჭისყრის პირველადი შედეგები.
როგორც ცნობილია, ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობიდან სანდრა რულოვსი და ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაია იღებდნენ. რაც შეეხება მარნეულს, ერთმანეთს აჰმედ იმამყულიევიდა თამაზ ნავერიანი დაუპირისპირდნენ.
კომენტარები