2 2 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დილითვე მოაგვარეთ მივლინების, მოგზაურობის საკითხები. დაგეგმეთ შეხვედრა საქმიან პარტნიორებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ მიღებულ ინფორმაციას. 

კურო
მოიმატებს კომუნიკაბელურობა. კარგი დღეა სწავლის, მოლაპარაკებების, მგზავრობისა და ინფორმაციის მისაღებისთვის. დღის ბოლოს კმაყოფილი იქნებით საკუთარი მიღწევებით. 

ტყუპი
გაგიადვილდებათ მატერიალური, სამსახურებრივი და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება. შეეხმიანეთ მშობლებს. სიფრთხილე გმართებთ ახალი შემოთავაზებების მიმართ, არა მოტყუვდეთ. 

კირჩხიბი
უამრავი საკითხის მოგვარებას შეძლებთ. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებისთვის, კოლეგებთან ახალი იდეების განსახილველად. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კარგი დღეა ბანკში ანგარიშის გასახსნელად, სადაზღვევო საკითხების მოსაგვარებლად, ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად. ახალი იდეების კოლეგებთან ერთად განიხილეთ. 

ქალწული
წარმატება გელით ყველა მიმდინარე საკითხში. კარგი დღეა მიმოწერისთვის (განსაკუთრებით, უცხოეთში მცხოვრებ ახლობლებთან), მოლაპარაკებებისთვის. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. 

სასწორი
დაძაბულობა მოგეხსნებათ და საქმეებს უკეთესად გაუმკლავდებით. განსაკუთრებით წარმატებული დღე ელით სექტემბერში დაბადებულებს. მოაგვარებთ რთულ, სერიოზულ საკითხებს. 

მორიელი
დღეს პარტნიორებთან (სასიყვარულოსა და საქმიანთან) შეთანხმებულად უნდა იმოქმედოთ. კარგი დღეა, რათა დაივიწყოთ წარსული წყენა და განაახლოთ ურთიერთობა მივიწყებულ ახლობლებთან. გარშემო მყოფებით გაგებით მოეკიდებიან თქვენს სურვილებს. 

მშვილდოსანი
დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ; საღამო - გართობას. აიმაღლეთ ავტორიტეტი გარშემო მყოფებში (ოჯახშიც). კარგი დღეა საჭირო ნივთების შესაძენად. 

თხის რქა
დილის საათები მაქსიმალურად გამოიყენეთ. დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, განაახლეთ კონტრაქტები, მიმოწერა უცხოელ პარტნიორებთან. გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით, დაისვენეთ. 

მერწყული
დილითვე მოაგვარეთ სამსახურებრივი საქმეები, დანიშნეთ საქმიანი მოლაპარაკებები. მოსალოდნელია მივლინება. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. მოუმზადეთ მათ სიურპრიზი, საჩუქარი. 

თევზები
გაიუმჯობესეთ საქმიანი კონტრაქტები, შეეხმიანეთ უცხოელ პარტნიორებს. საოჯახო საკითხები მეუღლესთან ერთად შეთანხმებულად მოაგვარეთ. აკონტროლეთ ხარჯი, მოერიდეთ ფულის ფლანგვას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები