მსოფლიო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე გახდა
2016-09-23 15:43:32
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის არჩევნებში გია შარვაშიძემ გაიმარჯვა. ხმის მიცემის პროცედურა ცოტა ხნის წინ დასრულად. არჩევნებში აკადემიური საბჭოს 36-მა წევრის ხმა დაფიქსირდა, საიდანაც 6 ხმა გიორგი ბარამიძემ, 5 ცირა ბარამიძემ, 21 ხმა კი შარვაშიძემ მიიღო. 4 ბიულეტინი ბათილად ჩაითვალა.
"მინდა დიდი მადლობა ვუთხრა აკადემიურ საბჭოს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა, ვაპირებ რომ დავიწყო საქმიანობა იმ კონცეფციის მიხედვით, რომელიც წარვადგინე აკადემიურ საბჭოზე,“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი კანდიდატურა იწვევდა მნიშვნელოვან უკმაყოფილებას სტუდენტებს შორის. ახალგაზრდები შარვაშიძის არჩევის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებითაც იმუქრებოდნენ.
მათი თქმით, შარვაშიზე იყო სამ გზის მინისტრის მოადგილე და შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს სახელმწიფოსგან და უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას შეუქმნას საფრთხე.
კომენტარები