სოც. მედია
,,25 კაცმა ცემა შოთიკო ლორია! მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.." -ლალი მოროშკინა
2016-09-20 12:31:13
გავრცელებული ინფორმაციით, სასტიკადაა ნაცემი ნაძალადევის მე-17 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლალი მოროშკინას საარჩევნო შტაბის ახალგაზრდული ორგანიზაციის უფროსი შოთიკო ლორია.
"ჩემი ახალგაზრდულის უფროსის შოთა ლორიას მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა!
სოფო კილაძე! არ გაპატიებ!!!! 25 კაცმა ცემა შოთიკო ლორია! ქალა-ტვინის დახურული ტრამვა აქვს! დღე-დღეზე ჯარში მიდიოდა!! ოცნება,მოხსენით ქურდულ-ზონდერული მენტალიტეტის მატარებელი, პოლიციის მუნდირის შემარცხვენელი მაჟორიტარობის
კანდიდატი!!!!
P.s.ბოლო წუთამდე ვიტოვებდი იმედს,ისტორიული მტრების ნაციონალების ჩადენილი იქნებოდა...."-წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.
კომენტარები