სოც. მედია
რუსთავის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ფოტო ვრცელდება
2016-08-31 23:44:25
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ვინაობას ასახელებს და მის ფოტოს აქვეყნებს.
"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ფოტოზე აღბეჭდილი პირის - ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ სატელეფონო ნომრებზე - 032 2 75 23 85, 577 28 25 19.
პატიმარი ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან დღეს გაიქცა. მიმდინარეობს ძებნა,"-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები