1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილას კარგია კონსულტაცია (იურიდიული, ფინანსური), უფროსთან ახალი პროექტების განხილვა. სიფრთხილე გმართებთ გადაადგილებისას, საჭესთან. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი იდეების განხორციელება. 


კურო
სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებიასას, მოსალოდნელია მცირე დაპირისპირებები. ნუ დაიწყებთ იდეების, გეგმების განხორციელებას. 

ტყუპი
ახალი იდეები დაგებადებათ. გაფრთხილდით, მოიმატებს გაღიზიანებულობა, მცირე დაპირისპირებები. სხვა დღისთვის გადადეთ შეხვედრები, დოკუმენტების გაფორმება. 

კირჩხიბი
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები. დღის მეორე ნახევარში დიდი ხნის უნახავი ახლობელი შეგეხმიანებათ. გაფრთხილდით, არაფერი დაკარგოთ, მოგპარონ. 

ლომი
სხვა დღისთვის გადადეთ ხელშეკრულების გაფორმება, ახალი საქმეების დაწყება. აზრთა სხვადასხვაობა გამო მოიმატებს დაპირისპირება გარშემო მყოფებთან. არავის ანდოთ საკუთარი ნივთები. 

ქალწული
საღამომდე ნუ განახორციელებთ იდეებს. გარშემო მყოფებთან მოსალოდნელია კამათი, დაპირისპირება. შანსი მოგეცემათ გამოასწოროთ ახლობლების მიერ დაშვებული შეცდომები. 

სასწორი
სიფრთხილე გმართებთ ინფორმაციასთან, ყველაფერი გადაამოწმეთ. ნუ ენდობით პარტნიორებს, განსაკუთრებით უცხოელებს. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი საქმეები. 

მორიელი
მოერიდეთ კამათს, დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. ნუ დაარღვევთ კანონს. გადახედეთ დოკუმენტებს და გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. რჩევისთვის მიმართეთ მეგობრებს, სპეციალისტებს. 

მშვილდოსანი
მოსალოდნელია მცირე დაპირისპირებები, გაუგებრობა გარშემო მყოფებთან. მოიმატებს გაღიზიანებულობა, დაძაბულობა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

თხის რქა
სიფრთხილე გმართებთ ციფრებთან, ტექსტთან, ფაქტებთან მუშაობისას. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. სხვა დღისთვის გადადეთ მივლინება. 

მერწყული
გაფრთხილდით, მოიმატებს დაძაბულობა, მოსალოდნელია მცირე შეფერხებები. სხვა დღისთვის გადადეთ შეხვედრები, შორ მანძილზე მგზავრობა. მოერიდეთ უსიამოვნებას ბავშვებთან, თინეიჯერებთან. 

თევზები
მეტად დაისვენეთ, დახმარებაზე არავის უთხრათ უარი. გადაამოწემთ ყველა ინფორმაცია, რათა არ მოტყუვდეთ. საოჯახო, იურიდიული და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები