მსოფლიო
მკვლელობა ფონიჭალაში - დედას ყელი გამოჭრეს, მცირეწლოვანი შვილი კი დაწვეს
2016-02-22 18:33:59
საზარელი მკვლელობა მოხდა ფონიჭალაში. არსებული ინფორმაციით, ოჯახს ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ, დედას ჭრილობები ყელის არეში მიაყენეს, ხოლო მცირეწლოვანი შვილი დაწვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 ადამიანის მკვლელობის ფაქტს ადასტურებს.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამ ეტაპზე შსს მოტივზე არ საუბრობს.
კომენტარები