0 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

პროდუქტები,რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონეს შეამცირებს

ქოლესტერინი ცხიმის ნაირსახეობაა. მას სისხლის ჩვეულებრივ ელემენტთა რიცხვს მიაკუთვნებენ. ქოლესტერინი ორგანიზმისთვის საჭირო ელემენტია,თუმცა მისი ჭარბი რაოდენობა, სისხლძარღვის კედლებზე ილექება,რამაც შესაძლოა არტერიის სრული ბლოკირება გამოიწვიოს.

 იმისათვის,რომ დროულად მოხდეს ორგანიზმში ქოლესტერინის დონის დარეგულირება გასწავლით პროდუქტებს,რომლებითაც ხშირად უნდა იკვებოთ. მადიკოსების განმარტებით სისხლში ქოლესტერინის დონეს  ყველაზე ეფექტურად შეამცირებს შვრიის ბლინები.დაგჭირდებათ შემდეგი პროდუქტები:

 1 ჭ. შვრია

 1ჭ ხორბლის ფქვილი

 ცოტა სოდა

 1 კვერცხი

 100 გრ. კარაქი

 1ჭ. შაქარი

 

შეურიეთ შვრიას ფქვილს საცხობი სოდა, კვერცხი, კარაქი და შაქარი. გააკეთეთ ცომი და განათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.დაჭერით ცომი ბურთებად,გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ ზეთში.

  ამის გარდა, ეცადეთ ხშირად მიიღოთ მწვანე ჩაი, რაც დაგეხმარებათ სისხლში ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში. გაგიკვირდებათ და საუკეთესო საშუალებაა ასევე  წიწაკა,ის ეხმარება სისხლძარღვებს მუშაობაში. შეგიძლიათ მიიღოთ სალათის სახით.

პროდუქტები:

 2 წითელი წიწაკა

2 წითელი ხახვი

1 ს/კ. რაფინირებული კარაქი

1 ს/კ. ჩვეულებრივი კარაქი

4 ს/კ. წითელი ღვინო

მარილი

შავი პილპილი

მშრალი რეჰანი

 ეს ყველაფერი ერთად მოთუშეთ,ბოლოს კი დაამატეთ ღვინო,მარილი  და რეჰანი.თუ გინდათ შედეგს მიაღწიოთ,შეიტანეთ აღნიშნული პროდუქტები ყოველდღიურ რაციონში. გისურვებთ ჯანმრთელობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები