კრიმინალი
ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული გახსნილია- დაკავებულია ექვსი მამაკაცი
2014-04-16 12:16:59
ჩამოტვირთვა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გამოძალვის ბრალდებით ექვსი პირი: 1991 წელს დაბადებული გიორგი გ, 1968 წელს დაბადებული დავით ლ, 1992 წელს დაბადებული მერაბ ლ, 1987 წელს დაბადებული შალვა ა, 1990 წელს დაბადებული ზურაბ ტ. და 1985 წელს დაბადებული ზურაბ ო. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოქალაქე გიორგი ვ-ს მოსთხოვეს და გამოსძალეს 3300 ლარი. სამართალდამცველებმა ზურაბ ო-ს პირადი ჩხრეკისას თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო შალვა ა-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „მაუზერი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 7 საბრძოლო ვაზნით.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
კომენტარები