0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ეს "რეგის" ლეგენდარული მეფე ბობ მარლია

ჩამოტვირთვა

”შენ შეიძლება არ იყო მისი პირველი, უკანასკნელი ან ერთადერთი. მას უყვარდა ადრე და შეიძლება შეიყვაროს კიდევ. მაგრამ თუ უყვარხარ მას ახლა, სხვა რაღაა მნიშვნელოვანი? ის არ არის უნაკლო. არც შენ, და ორივე თქვენგანი ვერასდროს იქნებით უნაკლო. მაგრამ თუ შეუძლია მას გაგაცინოს თუნდაც მხოლოდ ერთხელ, დაგაფიქროს ორჯერ და აღიარებს რომ ადამიანია და უშვებს შეცდომებს, დაეყრდენი მას და მიეცი ყველაფერი, რისი მიცემაც შეგიძლია. მან შეიძლება არ გაუკეთოს ციტირება ლექსებს, შეიძლება არ იფიქროს შენზე ყოველ წამს, მაგრამ ის მოგიძღვნის თავის ნაწილს, რომელზეც იცის, რომ შეგიძლია ტკივილი მიაყენო. არ ატკინო მას, არ შეცვალო არ მოელოდო მისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. არ აანალიზო. გაიღიმე, როდესაც გაგაბედნიერებს, იყვირე, როდესაც გაგაბრაზებს და მოგენატროს, როდესაც არ არის შენს გვერდში. სიყვარული ძნელია, იმიტომ, რომ არ არსებობენ უნაკლო ბიჭები, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებიც უნაკლო არიან შენთვის” პოპ-მუსიკის ისტორიაში ძნელია ვინმე ისეთი დაასახელო, რომელმაც იმდენივე სიკეთე მოუტანა თავის ხალხსა თუ ქვეყანას, როგორც ამ სიტყვების ავტორმა. ცოცხალი იყო და, თავისი მუსიკის წყალობით, იამაიკა მთელ მსოფლიოს გააცნო. ის რომ არა, ქვეყანა დღემდე ღვთისგან მივიწყებული და სამყაროსგან გარიყული იქნებოდა. მოკვდა და გარდაცვალების შემდეგაც იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ნებისმიერი იქაური პოლიტიკოსი. ამბობენ, ულამაზესი ადგილია, კამკამა, ზურმუხტოვანი წყლის ლაგუნებითა და ოქროს ქვიშით, დღისით ცა ფირუზის, შებინდებისას კი ღვინისფერიაო. არადა, ამ სამოთხის შესახებ არც მე, არც თქვენ და არც დანარჩენ სამყაროს ეს მცირედიც კი არ გვეცოდინებოდა, 68 წლის წინ ერთი კაცი რომ არ გაჩენილიყო.. დიახ ეს ლეგენდარული ბობ მარლია... ბობ მარლი დაიბადა სოფელ ნაინ-მაილსში, იამაიკა. მისი მამა ნორვალ მარლი წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდან იყო და ბრიტანეთის სამხედრო ძალებში მსახურობდა.შემდეგ გადმოვიდა იამაიკაში პლანტაციის მეთვალყურედ, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე 18 წლის სედენა ბუკერი. 50-იანი წლების მიწურულს მარლი, ისევე როგორც სხვა იამაიკელი ახალგაზრდები დედაქალაქში კინგსტონში ჩავიდა, სადაც დასახლდა ღარიბ რაიონ ტრენჩტაუნში.14 წლის ასაკში სკოლა მიატოვა, ვინსენტ ფორდის სასადილოში მარიხუანას გაუსინჯა გემო, ხოლო მის მთავარ გატაცებას მუსიკა და ფეხბურთი წარმოადგენდა..გადის დრო და მარლი მუშაობას იწყებს შემდუღებლად, თავისუფალ დროს კი მუსიკის შესწავლას ანდომებდა. ამაში მას დაეხმარა ცნობილი იამაიკელი მუსიკოსმა ჯო ჰიგსი, რომელიც ბობს და ბონის უფასო გაკვეთილებს უტარებდა. 1975 წელს იამაიკის ფარგლებს გარეთ მარლიმ დიდი წარმატება მოიპოვა სიმღერით No Woman, No Cry. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბობ მარლის მრავალი სიმღერა პოლიტიუკური ხასიათის არის, რაც ხაზს უსვამს მის პოლიტიკურ მოსაზრებებს.იგი მტკიცედ იცავდა რასტაფარიზმის რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, იყო ვეგეტარიანელი. გავიდა დრო და მომღერალმა გაიცნო ალვარიტა ანდერსონი იგივე რიტა მარლი, რომელსაც შესანიშნავი ვოკალური მონაცემები ჰქონდა. ბობი მას თავისი ჩანაწერებით ხიბლავდა, რომლებსაც სიმღერის ტექსტებად იყენებდა. მათ მალე შეუყვარდათ ერთმანეთ და 1966 წლის 10 თებერვალს იქორწინეს. 1967 წლის 23 ავისტოს ქვეყანას ბობისა და რიტას პირველი შვილი სიდელა მარლი მოევლინა. 1976 წლის 5 დეკემბერს ბობმა გადაწყვიტა თავისუფალი კონცეტის ჩატარება სახელწოდებით-Smile Jamaica, რომელიც ხალხს ოპტიმიზმით და მომავლის იმედებით აღავსებდა, მაგრამ კონცერტამდე ორი დღით ადრე მომღერალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა საკუთარ სახლში. ბობის მენეჯერს ოთხი ტყვია მოხვდა სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე დაიჭრა მისი მეგობარი ლევის გრიფიტიც. ბობს მკერდში გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. რიტა თავში დაიჭრა მძიმედ, როცა ბავშვების გადარჩენას ცდილობდა. საბედნიეროდ ყველანი გადარჩნენ და კონცერტიც დათქმულ დროს გაიმართა. 1978 წლის 22 აპრილს ბობ მარლის თაოსნობით ჩატარდა- One love peace concert, სადაც იამაიკის ორი პოლიტიკურად დაპირისპირებული ფრაქციების წარმომადგენლებმა ბობის თხოვნით ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ეს ფაქტი მათ შორის ურთიერთობის დარეგულირების გარანტად იქცა, ხოლო ბობის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა ხალხის თვალში. ამ ღონისძიების შემდეგ გაერომ რეგეს მეფე ე.წ. “მესამე მსოფლიოს” მშვიდობის ორდენით დააჯილდოვა. 1977 წლის ივლისში მარლის ფეხის დიდ თითზე სიმსივნე აღმოუჩინეს. მან უარი თქვა ამპუტაციაზე, იმ მიზნით რომ ვეღარ შეძლებდა ცეკვას. 1980 წელს მარლი გამოვიდა ზიმბამბვეში.ამას მოყვა გასტროლები გერმანიაში, მაგრამ ამერიკული ტურნე გადაიდო, როცა მარლის ნიუ-იორკის პარკში სირბილის დროს გული წაუვიდა.ბობმა გაიარა მკურნალობის კურსი მიუნხენში კიბოს საუკეთესო სპეციალისტთან, მაგრამ უშედეგოდ. 1980 წლის 4 მაისს ქრისტიანულმა ეკლესიამ მონათლა, როგორც ბერხანე სენაციე(სამების წმინდა სინათლე), შემდეგ დააჯილდოვეს იამაიკის ღირსების ორდენით.ბობ მარლის უნდოდა სიცოცხლის ბოლო დღეები იამაიკაში გაეტარებინა, მაგრამ იამაიკაში მიმავალი თვითმფრინავი იძულებული გახდა მაიამიში ჩაფრენილიყო მომღერალის ჯამრთელობის გაუარესების გამო.ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად 1981წლის 11 მაისს ლეგენდარული მომღერალი პალატაში გარდაიცვალა. მომღერალს ყავს 13 შვილი: სამი პირველი ცოლი რიტასაგან, ორი თვითონ რიტას წინა ქმრისაგან, დანარჩენი რვა სხვადასხვა ქალებისაგან. უკანასკნელი სიტყვებიც სწორედ შვილს სთეფენსს უთხრა: “ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი” თქვა მომღერალმა და სამუდამოდ დახუჭა თვალები. “თუ ის გასაგიჟებელია, ის არ იქნება მარტივი. თუ მარტივია, ის არ იქნება გასაგიჟებელი. თუ რამედ ღირს, შენ არ დაანებებ თავს. თუ დაანებებ, ის არაფრად ღირს... სიმართლე ისაა, რომ ყველა გატკენს, შენ უბრალოდ უნდა იპოვო ის, ვინც ღირს ტანჯვად”დიახ აი ასეთია ლეგენდარული ბობ მარლი...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები