1 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

გრძნობა, რომელიც მოითხოვს, კონკრეტული ადამიანის ყოფნას სიცოცხლის ბოლომდე...

ჩამოტვირთვა

ვის ჰყვარებია , ვის საერთოდ არ ჰყვარებია, ვის როგორი შეჰყვარებია და საერთოდაც რას ნიშნავს გრძნობა, რომელიც მოითხოვს კონკრეტული ადამიანის ყოფნას სიცოცხლის ბოლომდე... გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს სიყვარულის შესახებ... ურთიერთობებში არსებობს სამი ეტაპი: სურვილი, გატაცება და დამოკიდებულება. სურვილი ეს არის ფიზიკური მოთხოვნილება. გატაცება ეს ფიქსაციაა ობიექტზე. დამოკიდებულება კი მტკიცე კავშირი, რომელიც უკვე მომავალში განსახორციელებელ პროგრამებს მოიცავს.. თუ ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან ექსტრემალურ სიტუაციაში, მაშინ ბევრად უფრო დიდი შანსია რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდეთ, ვიდრე ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადამიანების უმრავლესობას ქორწინებამდე 7-ჯერ უყვარდება. ადამიანები, რომლებსაც არასოდეს ჰყვარებიათ, იტანჯებიან დაავადებით- გიპაპოტუიტარიზმი, ის არ რთავს ნებას იგრძნონ ემოცია რასაც სიყვარული ქვია. გაწყვეტილ ურთიერთობას, სასიყვარულო იმედგაცრუებას ზოგიერთი ადამიანი მიჰყავს შეგნებამდე, უფრო მეტად უყვარდეს, ის ვინც იგი მიატოვა. როდესაც ადამიანი შეყვარებულია, მისი ნერვული უჯრედები, რომლებიც რეაგირებენ საზოგადოების აზრზე, ითიშებიან. ამიტომაც შეყვარებული ყურადღებას არ აქცევს მშობლებისა და მეგობრების აზრს თავისი ობიექტის მიმართ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს ხშირად უყვარდებათ ისეთები, რომლებიც მათ მშობლებს გვანან. მათთან დარჩენილი აქვთ ბავშვობის გადაუჭრელი პრობლემები და მათი გადაჭრა მოზრდილ ასაკში სურთ. მისწრაფება გვიყვარდეს, როგორც ჭამა და სექსი, პრიმიტიულ ბიოლოგიურ მოთხოვნილებას წარმოადგენს. რაც უფრო დიდხანს გასტანს არშიყობის პერიოდი, მით უფრო დიდი პერსპექტივებია გრძელი ქორწინებისა. ადამიანები რომლებსაც, ურთიერთბის დასაწყისშივე ვნებიანი რომანები აქვთ, ხშირად ეყრებიან. სიყვარული გრძელდება იმ დრომდე, სანამ ტვინს შეუძლია შეინახოს რომანტიული ნეტარების მდგომარეობა. ქალები ყველაზე მძაფრად სიყვარულს განიცდიან პირისპირ შეყვარებულთან დგომისას. კაცები კი პირიქით, ემოციურ სიახლოვეს გრძნობენ პარტნიორთან ერთად თამაშის, ლაპარაკის, მუშაობის ან გვერდზე ჯდომისას. მსოფლიოში წყვილების უმეტესობა ქორწინების მეოთხე წელს ეყრება. მეოთხე წლის მერე ურთიერთობა სტაბილიზაციას ინარჩუნებს მერვე წლამდე. გატეხილი გული ნარკოტიკისადმი მიდრეკილებას ჰგავს. ამიტომაც ყველა ნივთი უნდა გაქრეს, რომელიც ყოფილ პარტნიორს მოგაგონებთ. მამაკაცებს შეყვარების დროს უვითარდებათ მხედველობითი ნაწილი, ამიტომ მათ უყვართ თვალებით, ხოლო ქალებს მეხსიერების ნაწილი, ამიტომ მათ ახსოვთ თითოეული დეტალი რომანიდან. შეყვარებულობის დროს ადამიანის ტვინის გარვეული ნაწილი ძილის მდგომარეობაშია, თითქოს სიზმარში და ამიტომაც უწოდებენ სიყვარულს ბრმას, თუმცა ეს "დაბრმავება" ცხოვრებაში ყველამ უნდა გამოსცადოს თუ იგრძნოს, რადგან დუმბაძის თქმისა არ იყოს საცოდავია ის კაცი, რომელიც ამ გრძნობის გარეშე წავა ამქვეყნიდან. ამიტომაც უნდა გიყვარდეთ, მთელი გრძნობით უნდა გიყვარდეთ...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები