მსოფლიო
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეწვევა
2012-11-14 12:50:16
ჩამოტვირთვა
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ის საელჩოში განუცხადეს, ვიზიტის თარიღი და შეხვედრების განრიგი ზუსტდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ფილიპ გორდონი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო მოგვიანებით გაავრცელებს.
კომენტარები