0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გადაუღებელი წვიმის გამო არგენტინის დედაქალაქი დაიტბორა

ჩამოტვირთვა

გადაუღებელი წვიმის გამო არგენტინის დედაქალაქი დაიტბორა. ბუენოს აირესში რამდენიმე საათის განმავლობაში წყლით გაივსო შენობების სარდაფები და პირველი სართულები. შეწყდა საქალაქო ტრანსპორტისა და მეტროს მუშაობა. სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კომუნალური სამსახურის თანამშრომლები გაფიცული იყვნენ და ქუჩებიდან ნარჩენები არ გაჰქონდათ. ამ დროისთვის დედაქალაქში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები