მსოფლიო
აშშ-ს საელჩოზე თავდასხმა, შესაძლოა, "ჯიჰადისტთა" დაჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული
2012-09-13 12:04:53
ჩამოტვირთვა
ამერიკის შეერთებული შტატები ეჭვობს, რომ ლიბიაში მის საკონსულოზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო. BBC-ის ინფორმაციით , ოფიციალური პირების ვარაუდით, თავდამსხმელები პროფესიონალები უნდა ყოფილიყვნენ. არსებული ვერსიით, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის უკან შესაძლოა "ჯიჰადისტთა" დაჯგუფება იდგეს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-მ ლიბიის სანაპიროებთან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორი ხომალდი გაგზავნა.
ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა 11 სექტემბერს განხორციელდა. თავდასხმაs ოთხი ამერიკელი დიპლომატი, მათ შორის ლიბიაში ამერიკის ელჩი კრისტოფერ სტივენსი ემსხვერპლა.
კომენტარები