0 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა მოხდა კრასნოდარის მხარეში ?

ჩამოტვირთვა

რა მოხდა სინამდვილეში კრანოდარის მხარეში და რა ეჭვები ჩნდება ტრაგედიის გამოწვევის მიზეზებთან დაკავშირებით. როგორც დაზარალებულები და მათი ახლობლები აცხადებენ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. სოციალურ ქსელებში უკვე ჩნდება ეჭვი, რომ წყალდიდობა წყალსაცავის გაშვებამ გამოიწვია. თავის მიკრობლოგში ბოგდან ტოლჩეკი წერს: „კრიმსკში ღამით წყალსაცავიდან წყალი გაუშეს. ხალხი კი არავის გაუფრთხილებია და ნახევარი ქალაქი წყალქვეშ აღმოჩნდა. ძალზე ბევრი ადამიანი დაიღუპა“, – წერს თავის მიკრობლოგში მომხმარებელი, ბოგდან ტოლჩეკი. როგორც თვითმხილველები და დაზარალებულები ჰყვებიან, წყალდიდობა ბუნებრივი პროცესებით კი არა, ხელოვნურად იყო გამოწვეული. გავრცელებული ინფრომაციით, დაღუპულია 150 ადამიანი, თუმცა თვითმხილველების ვარაუდით, სტიქიას 200 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტად კრიმსკი დაზარალდა, ვინაიდან ქალაქი, წყალსაცავიდან წყლის გამოშვებით, ფაქტობრივად, ხელოვნურად დატბორეს, რათა იქვე ახლოს მდებარე პუტინის აგარაკი არ განადგურებულიყო. არსებული ინფორმაციით, ვინც გადარჩა, ამ დრომდე სახლების სხვენებში რჩება და ყველას ევაკუირება დროებითი განთავსების პუნქტებში ვერ ხერხდება. ოფიციალური სტრუქტურები ყვალანარად ცდილობენ, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დამალონ. მაგალითად, კრასნოდარის მხარის შს სამმართველოს მონაცემებით, რეგიონში, დაახლოებით, 87 კაცი დაიღუპა. დაღუპულთა შორისაა ათი წლის ბავშვიც. მიუხედავად საგანგებო სიტუაციათა და შს უწებათა ოფიციალური ინფორმაციისა, რომ ტრაგედიის მიზეზი კოკისპირული წვიმა გახდა, კრიმსკის მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში უკვე წერენ, რომ ქალაქის ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვიტა, წყალსაცავიდან წყალი გაეშვა, რათა კოკისპირული წვიმის შედეგად იგი არ გადავსებულიყო და პუტინის აგარაკი არ დაეტბორა. კრიმსკის მცხოვრებნი ყვებიან, რომ ქალაქში არ ჰყოფნით საგანგებო სიტუაციათა თანამშრომლები, ამიტომ ადამიანების გადარჩენას ადგილობრივი მოსახლეობა რეზინის ნავებით ცდილობს. ქალაქში ელექტროენერგია არ არის, ხოლო ფიჭური კავშირი ხარვეზებით მუშაობს. ადამიანები შველას ითხოვენ. კრასნოდარი სმხარეში დატრიალებულ ტრაგედიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება გამოეხმაურა. საქართველოს მთვრობის გადაწყვეტილებით, კი კრასნოდარის მხარეში დახმარების გაწევის მიზნით, უკვე მზად არიან სამაშველო ჯგფები. ამის შესახებ შესაბამისმა ქართულმა უწყებებმა გუშინვე განაცხადეს. დღეს კი დატრილებულ ტრაგედიას საქართველოს პირველი პირიც გამოეხმაურა. კრასნოდარში სამაშველო სამსახურები ამ დრომდე საგანგებო რეჟიმით მუშაობენ, ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. მოსახლეობის დიდი ნაწილის ევაკუირება ვერ ხერხდება. კრასნოდარის მხარეში სხვადასხვა ქვეყნიდან გაგზავნილ სამაშველო სამსახურსა და დახმარებას ელოდებიან. როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, ჯერჯერობით, წყალმოვარდნის ოფიციალურ ვერსიად უხვი ნალექი სახელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები