1 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

აფხაზეთში ქართული ძეგლების წაშლის პროცესი გრძელდება

ჩამოტვირთვა

საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ისტორიული ძეგლის რესტავრაცია დაიწყო. ბედიის ღვთისმშობლისა და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიების შემდეგ, რესტავრატორები, გუდაუთაში მდებარე, ლიხნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას მიადგნენ. აღნიშნული ფაქტი, ქართული კვალის წაშლასა და ისტორიული ძეგლების განადგურებას ემსახურება. ასე შეაფასა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ, აფხაზეთის დე-ფაქტო მმართველის, ალექსანდრე ანქვაბის, გადაწყვეტილება. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ ფაქტს ქართული მხარის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. რუსული ვანდალიზმი, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლამ უნდა შეაჩეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლები უკვალოდ გაქრება. კანონმდებლებს იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სპეციალურ ზომებს მიიღებენ. მიუხედავათ იმისა, რომ ანქვაბის რეჟიმი ქართული ძეგლების განადგურების პროცესს აგრძელებს, ქართულმა მხარემ ამ პროცესის შესაჩერებლად უნდა იბრძოლოს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, გიორგი ახვლედიანს, კანონმდებლების მსგავსად, საერთაშორისო საზოგადოების დახმარების იმედი აქვს. ლიხნის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი, აფხაზეთის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს შორის განსაკუთრებულად გამორჩეულია. ტაძრის შიდა კედლები დაფარულია მაღალი დონის ფრესკული მხატვრობით. ქართულმა მხარემ მსოფლიო საზოგადოებას ქართულ ტაძრებში აღნიშნული პროცესის შეჩერებისაკენ არაერთხელ მიმართა, რათა საერთაშორისო მონიტორებსა და ქართველ სპეციალისტებს აფხაზეთში არსებული ძეგლების დათვალიერების საშუალება მიეცეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები