0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსკოვში ოპოზიციის "მილიონიანი მარში" მსხვერპლით დასრულდა

ჩამოტვირთვა

მოსკოვში ოპოზიციის "მილიონიანი მარში" მსხვერპლით დასრულდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მიტინგს ერთი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა. არსებული ცნობით, მამაკაცი, რომელიც მიტინგის მსვლელობის გადაღებას ფოტოაპარატით ცდილობდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულიდან გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ოპოზიციის გუშინდელი "მილიონიანი მარში" პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. სამართალდამცველებმა 436 პირი დააკავეს, რომელთა ნაწილი ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩება, თუმცა უმეტესობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის შემდეგ გაათავისუფლეს. არსებული ცნობით, მომიტინგეებთან შეტაკებისას დაშავდა 30 სამართალდამცველი, რომელთა ნაწილიც ჰოსპიტალიზებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები