მსოფლიო
უკრაინაში ტერაქტების სერია განხორციელდა
2012-04-27 17:22:21
ჩამოტვირთვა
ქალაქ დნეპროპეტროვსკში უკვე მეათე აფეთქების შესახებ იუწყებიან. მართალია, შსს-ს მონაცემებით 4 აფეთქება დაფიქსირდა, მაგრამ ადგილობრივი ჟურნალისტები და ბლოგერები, ყველაზე მცირე, 10 შემთხვევის შესახებ იუწყებიან.
ცნობილი გახდა, რომ აფეთქებების შედეგად 11 ბავშვია დაზიანებული, ერთ-ერთ ქალბატონს კი ხელის ამპუტაცია დასჭირდა.
მთელს ქალაქში განმაღმველები და სასწრაფოი სამედიუცინო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
რკინიგზის სადგურში კი ევაკუაცია გამოცხადდა. როცა დისპეჩერმა ამის შესახებ გამოაცხადა, სადგურზე პანიკა და ჭყლეტა წარმოიქმნა. მალევე გამოჩნდნენ გამნაღმველები. ადგილობრივი შსს განყოფილების ინფორმაციით, მათთან ანონიმური ზარი შევიდა, რომელიც იუწყებოდა, რომ სადგური „ჰაერში აიწეოდა“.
დნეპროპეტროვსკის ქუჩებში ჯავშანტრანსპორტიორები გამოჩნდნენ. როგორც უკრაინული მედია წერს, ადგილობრივი სამართალდამცველები ჩხრეკენ ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ზურგჩანთა, ხელჩანთა ან უჭირავს რაიმე პაკეტი.
ხელისუფლება მოსახლეობას მეტროსადგურებში ჩასვლისა და მეტროპოლიტენით მგზავრიბისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ოპოზიციონერი ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ დნეპროპეტროვსკიში მომხდარი აფეთქება ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის შემოღების საბაბად გამოიყენოს
პირველი განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ეს გამოწვევაა მთელი ქვეყნისთვის და აღნიშნა, რომ აფეთქებების სერიის გამოძიებაში საუკეთესო გამომძიებლები ჩაერთვებიან.
უკრაინულ მედიაში კი უკვე გავრცელდა ვერსია, რომ ტერაქტები თავად ხელისუფლების მიერაა ორგანიზებული, რათა იულია ტიმოშენკოსთან დაკავშირებული სკანდალურის სიტუაციიდან ყურადღება ხმაურიან თემაზე გადაიტანონ.
ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ მომხდართან დაკავშირებით, უკრაინის რადა საგანგებო სხდომას გამართავს.
კომენტარები