მსოფლიო
ჯოზეფ ბაიდენი - მით რომნის უნდა, რუსეთი და აშშ "ცივი ომის" პერიოდში დააბრუნოს
2012-04-27 13:39:38
ჩამოტვირთვა
როგორც გაზეთი Los Angeles Times წერს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატს, მით რომნის ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების "ცივი ომის" პერიოდში დაბრუნებისკენ სწრაფვაში ადანაშაულებს.
გამოცემის ინფორმაციით, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს, ბაიდენმა რომნის რუსეთთან მიმართებაში ნათქვამი ფრაზა - "რუსეთი აშშ-ის ნომერ პირველი მტერია" გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს არის პირდაპირი სწრაფვა რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობები 1950 წლის "ცივი ომის" პერიოდში დააბრუნოს.
ბაიდენის აზრით, მით რომნის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ამერიკა ყველაფერს დაკარგავს, რისი მიღწევაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლო.
კომენტარები