მსოფლიო
საფრანგეთში წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება
2012-04-26 14:33:52
ჩამოტვირთვა
საფრანგეთში წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამჯერად ამომრჩეველს საკუთარი გეგმა იმასთან დაკავშირებით წარუდგინეს, როგორ აპირებენ უმუშევრობის პრობლემის დაძლევას.
ამომრჩეველთა წინაშე გამოსვლისას ნიკოლა სარკოზიმ მისი კონკურენტის -ოლანდის პროგრამა გააკრიტიკა. მისი თქმით, ევროზონაში ფინანსური კრიზისის პირობებში სახელმწიფო ხარჯების გაზრდით საფრანგეთი უდიდეს ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის.
"ჩემი სტრატეგია მარტივია. ჩვენ ხარჯებს შევამცირებთ",- განაცხადა სარკოზიმ. საპირისპირო განცხადებით, გამოდის ფრანსუა ოლანდი. სოციალისტების ლიდერი ყურადღებას სოციალურ პროგრამებზე ამახვილებს. გამოსვლისას მან მარი ლე პენს მხარდაჭერაც სთხოვა.
კომენტარები