0 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალექსანდრე ანქვაბს არ სურს, მსოფლიოს თბილისის შუამავლობით დაუკავშირდეს

ჩამოტვირთვა

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ აფხაზურ მხარეს არ სურს თბილისის გავლით დაუკავშირდნენ მსოფლიოს . აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ანქვაბმა სოხუმში საქართველოში გერმანიის ელჩის, ორთვინ ჰენინგის ვიზიტისას განაცხადა. დე-ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2005 წლიდან მოყოლებული, საქართველოში აკრედიტებულ არაერთ დიპლომატთან შეხვედრამ დაარწმუნა, რომ მათი პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში არ შეცვლილა. დე-ფაქტო პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთი არ იმყოფება იზოლაციაში, პირიქით, ის ვითარდება და ამისთვის რუსეთის მადლიერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები