მსოფლიო
ერევნის ცენტრში ათასობით სომეხი შეიკრიბა
2012-04-24 18:10:23
ჩამოტვირთვა
ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობის 97 წლისთავზე ერევნის ცენტრში ათასობით სომეხი შეიკრიბა. მათ ჩირაღდნების აქცია და გენოციდის მონუმენტამდე მარში მოაწყვეს.აქციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს თურქეთს, რომ თითქმის ერთი საუკუნის წინანდელი დანაშაული გენოციდად აღიაროს. პროტესტის ნიშნად, აქციაზე აქტივისტებმა თურქეთის დროშებიც დაწვეს.
ოფიციალური ანკარა სომხეთის მხრიდან გენოციდის აღიარების მოთხოვნას შეურაცხყოფად მიიჩნევს. თურქების განსაკუთრებული პროტესტი საფრანგეთში მიღებულმა კანონმა გამოიწვია, რომელიც სომეხთა გენოციდის უარყოფისთვის სოლიდურ ჯარიმას და პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები