მსოფლიო
ბრეივიკი გამართლებას ან სიკვდილს ითხოვს
2012-04-19 15:27:52
ჩამოტვირთვა
ნორვეგიის ნომერ პირველ ტერორისტი ითხოვს, რომ გაამართლონ. 77 ადამიანის მკვლელს ორი მოთხოვნა აქვს - გამამართლებელი განაჩენი ან სიკვდილით დასჯა.
ანდერს ბრეივიკი ამბობს, რომ მისთვის 21-წლიანი პატიმრობა საშინელი სასჯელი იქნება. ბრეივიკი ირწმუნება, რომ ულტრამემარჯვენე ისლამისტების გაერთიანების - "ტამპლიერების ორდენის" წევრია და მათ შეკრებებზე ლონდონშიც დადიოდა.
პროკურორები ვარაუდობენ, ბრეივიკი ტყუის. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ასეთი დაჯგუფება საერთოდ არ არსებობს.
კომენტარები