1 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთის ოპოზიცია ორი მასშტაბური აქციისთვის ემზადება

ჩამოტვირთვა

რუსეთის ოპოზიცია მაისში მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. რუსული მედიის ცნობით, 6 მაისს "მილიონების მარშია" დაგეგმილი , მანამდე კი, 1 მაისს ოპოზიციის წარმომადგენლები "სამართლიანი არჩევნებისთვის" მსვლელობას გამართავენ. "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვი აცხადებს, რომ 1 მაისის აქცია ხელს არ შეუშლის 6 მაისისთვის დაგეგმილ ღონისძიებას. მისი თქმით, 1 მაისის აქცია 6 მაისის "მილიონების მარშის" მოსამზადებელი ღონისძიება იქნება. ოპოზიციამ მოსკოვის მერიაში საპროტესტო აქციების გამართვის მოთხოვნით განაცხადი უკვე შეიტანა. მოსკოვში დაგეგმილი მიტინგისა და მსვლელობის მთავარ მოთხოვნებად რჩება სამართლიანი არჩევნები, ადამიანის უფლებათა დაცვა და სასამართლოს დამოუკიდებლობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები