მსოფლიო
სკარლეტ იოჰანსონი ”სექს-შოპის” სახე გახდა
2012-04-11 09:00:52
ჩამოტვირთვა
ჰოლივუდის ვარსკვლავი, სკარლეტ იოჰანსონი ამერიკული ”სექს-შოპის” სარეკლამო სახე გახდა, თუმცა ამის შესახებ თავად მსახიობმა არაფერი იცოდა.
კალიფორნიის ერთ-ერთმა ”სექს-შოპმა” სავიზიტო ბარათები გამოუშვა, რომლებსაც სკარლეტ იოჰანსონი ამშვენებს. თუმცა თავად მაღაზიის მენეჯერებს წარმოდგენაც არა აქვთ, ვინ არის ეს ქერათმიანი გოგონა.
მსახიობის წარმომადგენლებს ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სკარლეტ იოჰანსონი სექს-სკანდალში ეხვევა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკერ კრისტოფერ ჩეინის, რომელმაც კინოვარსკვლავის პირადი კომპიუტერიდან მოპარული ინტიმური ფოტოები ინტერნეტში გაავრცელა, 60 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2,2 მლნ დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
კომენტარები