1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“EVAmour“-ევა ლონგორიასგან

ჩამოტვირთვა

37 წლის იუბილე ცნობილმა მსახიობმა ევა ლონგორიამ შეყვარებულის, ედვარდო კრუსის გარეშე აღნიშნა. პირად ცხოვრებაში უიღბლობის მიუხედავად, ბედი სხვა სფეროში სწყალობს. მალე მისი ახალი სუნამო, სახელწოდებით „EVAmour“ გამოდის. ეს ვარსკვლავის მეორე პარფიუმი გახლავთ. პირველ ნამუშევარს, უბრალოდ, „Eva by Eva Longoria“ ერქვა. „სასოწარკვეთილმა დიასახლისმა“ თაყვანისმცემლებს უამბო, რომ ახალ არომატში წითელი ვაშლისა და მოცხარის სურნელს შევხვდებით. იგი უფრო რთულია, ვიდრე მისი წინამორბედი. თუ ღვინოს შევადარებთ, მაშინ პირველი თეთრი ღვინოა, ხოლო მეორე - წითელი. ევას აზრით, სუნამო ხასიათის მიხედვით უნდა შეირჩეს. მაგალითად, თუ გვინდა, მაცდური გავხდეთ, მაშინ ამისათვის მსახიობის მეორე სუნამოა საჭირო. პირველი კი ყოველდღიური მოხმარებისთვისაა გათვალისწინებული. ლონგორიას საკუთარი სუნამოს წარმოებისკენ იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ ვარსკვლავს გარკვეულ სუნამოებზე ალერგია აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები