1 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სარა ჯესიკა პარკერი სიბერეს ებრძვის

ჩამოტვირთვა

სარა ჯესიკა პარკერმა, რომელსაც 25 მარტს 47 წელი შეუსრულდა, როგორც ჩანს, წლებთან ბრძოლა მაინც წააგო. მსახიობი წითელ ხალიჩაზე ძალიან მოდურად და ახალგაზრდულად გამოიყურება, მაგრამ მაკიაჟის გარეშე მისი გარეგნობა ასაკს შეესაბამება და ცოტა უფრო ხნიერიც კი ჩანს. ბოლო დროს ვარსკვლავი ნაკლებად უვლის საკუთარ თავს, რადგანაც მთელ დროს ბავშვებთან ატარებს. ვარსკვლავი ეკრანზე 10-15 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ასე ნამდვილად არ არის. სარას თვალებქვეშ ჩრდილები გაუჩნდა, კანი მოეშვა, ტუჩებზე ღრმა ნაკეცებმა იჩინა თავი, ხოლო თავად ჯესიკა გამოფიტული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. პარკერი ამბობს, რომ არ იცის, ასაკს რა მოუხერხოს და ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ დღითიდღე ბერდება. როგორც ჩანს, მსახიობი შეურიგდა იმ ფაქტს, რომ მუდამ ლამაზი ვერ იქნება. მან, სხვა ქალებისგან განსხვავებით, გადაწყვიტა, კი არ გაახალგაზრდავდეს, არამედ გარდაუვალ ჭკნობას შეურიგდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები