მსოფლიო
ქალი, რომელიც პოპულარობას 21-ე საუკუნეშიც ინარჩუნებს
2012-03-28 16:14:40
ჩამოტვირთვა
"მან ხელზე ხელი მომკიდა, როგორც... როგორც პრინცესამ და დამაბრმავა ღიმილით, ის ღმერთმა იმისთვის შექმნა, რომ მოკვდავი მამაკაცების გული გაედნო", - იხსენებს ფოტოგრაფი ბობი უილლოუბი.
მას შემდეგ რაც მსახიობი ოდრი ჰეპბერნი 1953 წელს ჰოლივუდში ჩავიდა, მალევე მოიპოვა პოპულარობა და ცნობილი ფოტოგრაფის გული. ოდრი უილლოუბის მეგობარი და მუზა გახდა.
ახალი წიგნი სწორედ მისი ფოტოებით მოგვითხრობს ოდრის ცხოვრებაზე. ბობის ნამუშევრებში შესამჩნევია ლეგენდარული მსახიობის ევოლუცია: გზა გულუბრყვილო გოგონადან დახვეწილ, ჭკვიან და ელეგანტურ ქალბატონამდე.
ფოტოალბომში ოდრის, როგორც პირადი, ისე საჯარო გამოსვლებისას გადაღებული ფოტოები შევიდა. ჰეპბერნი სახლშიც ისეთივე მშვენიერი იყო, როგორც წითელ ხალიჩაზე.
მსახიობს დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ყავს. ამიტომ ბობი უილლოუბის ფოტოკრებულის ტირაჟი გაიზარდა. თავდაპირველად წიგნი შეზღუდული რაოდენობით, კოლექციონერებისთვის გამოვიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ მიუხედავად მაღალი ფასისა, ფოტოკრებულზე მოთხოვნა მაინც დიდი იყო, წიგნი გაზრდილი ტირაჟით გამოსცეს.
კომენტარები